saqarTvelos mRvimeebi - napos mRvime
კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი ბალდის აღმოსავლეთით. ასხის კირქვულ პლატოზე, ტაბაკელის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბაშის აუზში. ზღვის დონიდან 730 მ. მღვიმე გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. წარმოადგენს 10 მეტრის სიგრძის რკალის ფორმის გვირაბს, რომლის შესასვლელის სიმაღლეა 1,5 მ. ხოლო სიგანე 2 მ. იგი იკეტება სიფონური ტბით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმიდან გამოდის პატარა ნაკადული. სიფონური ტბის სიღრმე 1.5 მ-ს აღემატება. მღვიმეში ბინადორობენ ობობები, მწერებიდან ლიმონია.